ემირ ხანმა დევონ ალექსანდერი დაამარცხა

ბრიტანელმა მოკრივემ ემირ ხანმა კარიერაში ოცდამეათე გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. ხანი WBC და WBA-ს ფედერაციების ქამრის ყველაზე რეალური კანდიდატია და ფლოიდ მეიუზერთან შეხვედრისთვის ემზადება.

დევონ ალექსანდერის დამარცხება ბრიტანელს არ გაჭირვებია. ბრძოლის დასაწყისიდანვე დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა. მოწინააღმდეგეზე უფრო მძიმე და ზორბა ხანი რინგზე გაცილებით სწრაფი იყო.  რაუნდიდან რაუნდამდამდე ხანის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო ხდებოდა და ძლიერ დარტყმებთან ერთად დარტყმების სერიებით მოწინააღმდეგეს აშკარად ჯაბნიდა.  ბრძოლის მეორე ნახევარში დევონმა უპირატესობის მოპოვება სცადა, მაგრამ უშედეგოდ… ხანმა ამ ტექნიკურ სვლას კიდევ უფრო გააქტიურებით უპასუხა და პიველ ნომრად ჩხუბი გააგრძელა.

საბოლოოდ ყველა არბიტრმა დაადასტურა ბრიტანელის უპირატესობა – 118-110, 119-109, 120-108.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...