დარეჯან ცხვიტარია: როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისე მიდის გადარჩენის გზა მიშასკენ

თუ მიხეილ სააკაშვილის გზას გავყვებით, ამ მთავრობას დავამარცხებთ, – ამის შესახებ პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, ფოთის საკრებულოს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ ლიეჟში განუცხადა

„პატრიოტული სული ჩქეფს აქ. როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისე თავისუფლების, ფასეულობებისა და ღირებულების, ქვეყნის გადარჩენის და ჭაობიდან ამოყვანის გზა არის მიხეილ სააკაშვილი. ალტერნატიული მთავრობის შექმნას რამდენად ვიზიარებთ? იმდენად, რომ ვენდობით მიხეილ სააკაშვილს და იცის იმან, რასაც აკეთებს. თუ მის გზას გავყვებით, ამ მთავრობას დავამარცხებთ“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად