მარინა ეზუგბაია: ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და 72%-ია გამოჯანმრთელებული

“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, საკმაოდ სოლიდურია, 2-ჯერ მეტია სტაციონარში მყოფ პაციენტებზე”-ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 193 პაციენი მკურნალობს.

“მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა გახდა 731. გამოჯანმრთლებულიც დაგვემატა 4, არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად არის 72%. დადასტურებული შემთხვევების 72% გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე 193 პაციენი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში, ეს არის 26%. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც, საკმაოდ სოლიდურია, თითქმის 2-ჯერ მეტია სტაციონარში მყოფ პაციენტებზე”-ამბობს მარინა ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად