საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სტრასბურგში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან თავის Twitter- ზე დაწერა.
“მთელი ერის სოლიდარობას უცხადებს სტრასბურგს, დაღუპულებსა და მათ ოჯახებს “, – დაწერა მაკრონმა.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა სტრასბურგში მომხდარი თავადასხმა დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“სტრასბურგი ევროპის მშვიდობისა და დემოკრატიის მთავარი სიმბოლოა. ღირებულებების, რომელსაც ჩვენ ყოველთვის დავიცავთ. კომისია საფრანგეთს მხარს უჭერს “, – წერს ის Twitter-ის გვერდზე.
დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
“შოკირებული და დამწუხრებული ვარ სტრასბურგში მომხდარი საშინელი თავდასხმით. ფიქრებით დაშავებულებთან და ფრანგ ხალხთან ვარ “, – განაცხადა მან.
ემანუელ მაკრონმა ასევე კრიზისული შტაბის შეხვედრის გამართვა მოითხოვა. მას პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ესწრებოდა. ტელეარხ BFMTV- ის ცნობით, პრეზიდენტი გეგმავს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდეს.