ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

შეზღუდვების თანახმად, რეგიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ასევე დაიხურება რესტორნები, კაფე-ბარები, გასართობი ადგილები.

ახალი რეგულაციები ძალაში 30 ოქტომბრიდან შევა. მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღა, პირველზე რთულია და ზომების მიურებლობის შემთხვევაში, შესაძლოა,  მსხვერპლი გაცილებით მეტი იყოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად