ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების გამო გააკრიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ტვიტერზე კომენტარი გააკეთა “ყვითელი ჟილეტების” ანტისახელმწიფოებრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. საპროტესტო აქციები ქვეყანაში 5 იანვარს განახლდა.

მაკრონის თქმით, რესპუბლიკას, მის დამცველებსა და წარმომადგენლებს თავს დაატყდა დიდი სისასტიკე.

“მათ, ვინც ამ ქმედებებს ახორციელებენ, ავიწყდებათ ჩვენი სამოქალაქო შეთანხმების არსი”, – აცხადებს მაკრონი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამართლიანობა იზეიმებს. მან მხარეებს მოუწოდა, რომ ხელში აიყვანონ საკუთარი თავი და დაიწყონ დიალოგი.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, სამშენებლო ტექნიკის საშუალებით გამოანგრიეს შენობის კარი, სადაც განლაგებულია ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტრო პარლამენტთან ერთად, დაამსხვრიეს რამდენიმე ფანჯარა და დააზიანეს ავტომობილები. შედეგად, მოხდა ხელისუფლების პრესმდივნის და უწყების რამდენიმე თანამშრომლის ევაკუაცია.

ქვეყნის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის დედაქალაქში 5 იანვარს საპროტესტო აქციაში 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, დაკავებულია 100 მათგანი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დემონსტრაციებში მონაწილება 25 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...