ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა სირიისა და უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, თავის Twitter- ის გვერდზე რუსეთის მომავალზე ისაუბრა.

”დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი მთლიანად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ევროპის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”,- წერს ემანუელ მაკრონი.

კვირას, 19 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა პროვანსის სანაპიროზე მდებარე Fort Berganson- ის რეზიდენციაში მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მხარეებმა სირიაში, ლიბანში არსებული ვითარება და ირანის ბირთვული ხელშეკრულება განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრის გამართვა და ციმბირში გაჩენილი ხანძარი იყო.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად