ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტყის გადარჩენისთვის სამი პუნქტი წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი შვიდეულის სამიტამდე, ამაზონის ტყის გადარჩენის სამი პუნქტის შესახებ ისაუბრა.

მისი მოსზრებით, აუცილებელია დიდი შვიდეულის წევრებისა და სხვა ქვეყნების მობილიზაცია, რათა მოგროვდეს რესურსი დამწვარი ტყეების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად. მეორე პუნქტი, მისი თქმით არის ის, რომ შემუშავდეს გაცილებით ძლიერი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტყის ხანძრების თავიდან აცილებას.

მესამე პუნქტად იგი ასახელებს კარგი მმართველობის ფორმის მოძიებას. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ამაზონის ძირძველი ხალხის მოზიდვა.

„ეკოციდი მთელს ამაზონში მიმდინარეობს და არა მხოლოდ ბრაზილიაში“, – აცხადებს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტყის ხანძრებს რეგიონში საერთაშორისო კრიზისი უწოდა და განაცხადა, რომ ამ თემის განხილვას დიდი შვიდეულის სამიტზე აპირებს.

ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მისი ფართობი, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 17-ჯერ დაიტევს ინგლისსა და ირლანდიას. ამაზონის ტყე მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და მოიცავს მთელ ბრაზილიას, ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, კოლუმბიას, ვენესუელას, გაიანას, სურინამს და საფრანგეთის გვიანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...