ემანუელ მაკრონი: მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს ვაქცინების და კომპონენტების ექსპორტის აკრძალვები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონს მოუწოდა, მოხსნას საექსპორტო შეზღუდვები როგორც COVID-19 ვაქცინებზე, ასევე წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებზე.

“შეერთებულ შტატებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ვაქცინების და კომპონენტების ექსპორტის აკრძალვები, რომელთა გარეშე მათი წარმოება შეუძლებელია”, – თქვა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, საექსპორტო შეზღუდვები ხელს უშლის ღარიბ ქვეყნებსა და ევროკავშირში წამლების წარმოებას.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ვაქცინების პატენტების დროებითი გაყინვის იდეას.

მაკრონს ურჩევნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ტექნოლოგია და კომპონენტები გადაიტანოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...