ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვიზიტის თაობაზე ვლადიმერ პუტინის მიწვევას დათანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიწვევას დათანხმდა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

ქვეყნების ხელმძღვანელებმა ხუთშაბათს, 18 ივლისს ტელეფონით ისაუბრეს. საუბარი საფრანგეთის მხარის ინიციატივით შედგა.

“ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს მოწვევისთვის და დათანხმდა, რომ 2020 წლის 9 მაისს მოსკოვს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს. მოსკოვი და პარიზი დარწმუნებულნი არიან, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანი ფაქტორია ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა სირიისა და უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს. ისინი ერთობლივი მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის” ნორმანდიულ ფორმატში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...