ემანუელ მაკრონი ირწმუნება, რომ საფრანგეთში ღვინოს განსაკუთრებული სტატუსი ექნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ალკოჰოლური კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გამორიცხავს. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ღვინოს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას France Info ავრცელებს.

მაკრონის თქმით, ის ღვინოს დღეში ორჯერ სვამს – ლანჩსა და ვახშამზე და მას ძლიერ ალკოჰოლურ საშუალებას ვერც შეადარებს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ალკოჰოლი და ლუდი საზოგადოებრივ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ არა ღვინო.

თებერვლის დასაწყისში, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ანიეს ბუზინმა განაცხადა, რომ ღვინის ინდუსტრიაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
საპასუხოდ, ღვინის აკადემიის წევრებმა გაზეთ „ლე ფიგაროში" სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ღვინო "ფრანგული ცივილიზაციის ნაწილია".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...