ემანუელ მაკრონი ევროპას აფრთხილებს: NATO ”კომაშია’

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ნატო შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების, კერძოდ, თურქეთის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო, “კომაში” იმყოფება. ამის შესახებ მაკრონმა ბრიტანულ ჟურნალ The Economist– თან ინტერვიუში განაცხადა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია “დაზუსტდეს, თუ რა არის ნატო-ს სტრატეგიული მიზნები”.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა “უფსკრულის პირასაა” და კვლავ მხარს უჭერს “ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას”.

ოქტომბერში, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენები, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის დროს განვითარდა, დასავლეთისა და ნატო-ს შეცდომაა.

მან ასევე დასძინა, რომ ევროპულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში გარკვეული დამოუკიდებლობა სჭირდებათ, კერძოდ, იმისათვის, რომ მსოფლიოში იარაღის კონტროლის სფეროში არსებული პრობლემები მოაგვარონ.

მიმდინარე თვეში, ესტონეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარტ ჰელმემ განაცხადა, რომ სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანა და თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციების დაწყება იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს საქმიანობა პარალიზებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად