ემანუელ მაკრონი: ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს, მიუხედავად პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიციისა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალ The Economist- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელები “დიდ შეცდომას დაუშვებენ”, თუ ისინი მოსკოვთან ურთიერთობის დამყარებას არ შეეცდებიან.

”ჩემი იდეა არავითარ შემთხვევაში არ არის გულუბრყვილო,” -განმარტა საფრანგეთის ლიდერმა თავისი პოზიცია.

როგორც The Economist აღნიშნავს, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ემანუელ მაკრონის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ინტენსივობით შეშფოთებულები არიან.

ინტერვიუს დროს, საფრანგეთის ლიდერს ანტირუსული სანქციების გაუქმების შესახებ არ უსაუბრია.

ემანუელ მაკრონმა ასევე კომენტარი თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე გააკეთა და დასძინა, რომ ნატო “კომაშია”. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ უნდა გაიღვიძოს და საკუთარი ძალაუფლების მშენებლობა დაიწყოს, რადგან ახლა ის “უფსკრულის პირასაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად