ემანუელ მაკრონი: ევროკავშირი 25 მაისის სამიტზე რუსეთისა და Brexit-ის საკითხს განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები 25 მაისის სამიტზე განიხილავენ რუსეთის მიმართ პოლიტიკასა და ბრექსიტის თემას. ამის შესახებ შაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ პორტოში (პორტუგალია).

”მთავარი დღის წესრიგის გარდა, დღეს ჩვენ სხვა თემებსაც შევეხეთ, რომლებსაც 25 მაისის სამიტზე დავუბრუნდებით. ესენია, კერძოდ, რუსეთი და ბრექსიტი”, – თქვა მაკრონმა. ”ყველა ამ თემაზე ვთხოვე სამიტისთვის დეტალური ინფორმაციის მომზადება”, – დასძინა მან.

მაკრონმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე პორტოში, აღნიშნა, რომ ”მონაწილეები არიან პანდემიასთან ბრძოლის ევროპული სტრატეგიის შემუშავების ეტაპზე”. ”ეს არის ერთობლივი მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული ხედვა გქონდეთ გარკვეული პრობლემების შესახებ”, – თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...