ემანუელ მაკრონი: ჩვენი მტერი ტერორიზმია და არა რუსეთი ან ჩინეთი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს და ჩინეთს ნატო-ს მთავარ საფრთხედ არ მიიჩნევს. როგორც მაკრონი აღნიშნავს, ის მოსკოვთან დიალოგის მომხრეა. გამოცემა Times-ის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, მაგრამ ვის წინააღმდეგ? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი? ​​ჩვენ ეს უნდა განვმარტოთ. ეს ძალიან სტრატეგიული საკითხია. ზოგი ამბობს, რომ რუსეთი და ჩინეთი ჩვენი მტერია. მე ასე არ ვფიქრობ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს უტევს. ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ფრანგი სამხედროები იბრძვიან საჰელში, სადაც ჩვენ 13 ადამიანი დავკარგეთ”,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ახალი დიალოგის დასაწყებად მზად არის.

”პირველ რიგში, მინდა მკაფიო, მუდმივი და მომთხოვნი დიალოგი რუსეთთან. მსურს ახალი სტიმული მივცეთ ამ დიალოგს”,-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ევროპული პარტნიორების უსაფრთხოების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა.

“ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი ვიქნებით, როდესაც საქმე ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სუვერენიტეტს ეხება. მაგრამ განა რუსეთთან დიალოგის ნაკლებობამ გახადა ჩვენი ევროპული კონტინენტი უსაფრთხო? ”,-დასძინა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად