ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა საფრანგეთის მოდის დიზაინერებისთვის მიღება გამართეს

ელისეის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლე, ბრიჯიტმა საფრანგეთის მოდის სახლის ხელმძღვანელებს უმასპინძლეს,-ამის შესახებ ინფორმაციას Madame Figaro ავრცელებს.

პირველად, საფრანგეთის პრეზიდენტის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ისეთი მაღალი დონის დიზაინერები მიიწვია, რომლებმაც მოდის სახლებისთვის წამყვანი კოლექცია შექმნეს. მიღებას ესწრებოდნენ დიზაინერები: კლერ უაით კელერი (Givenchy), მარია გრაფია კიური (Dior), ელი სააბი, ალბერ ელბაზი, სიმონ პორტ ჟაკმიუ, ასევე ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური.
საფრანგეთის პირველმა ლედიმ, რომელიც ტანისამოსის მიმართ სიყვარულითაა ცნობილი, ღონისძიებისთვის Balmain-ის პიჟაკი აარჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად