ემა გოგოხიამ “რუსთავი 2” დატოვა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ “აიპრესს” ინფორმაცია ემა გოგოხიამ დაუდასტურა.

“მე ვარ ჩემი “კურიერის” გუნდის გვერდით. იქ სადაც რუს ოკუპანტს ვერ ვუწოდებ ოკუპანტს, იმ ტელევიზიაში ვერ გავჩერდები” – განუცხადა “აიპრესს” ემა გოგოხიამ.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად