ელზა ვაშაკიძე: ჩვენს ინტერესებშია პიკი გადავავადოთ, რაც ნელა მოიმატებს შემთხვევები მით მეტი შანსია ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლოს ამ განსაცდელს

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგემ პროფესორმა ელზა ვაშაკიძემ განაცხადა.

“პიკი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სოციალური იზოლაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაინც წარმატებით შეასრულა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვახერხებთ ამ იზოლაციის გაგრძელებას. ჩვენს ინტერესებშია, რომ პიკი გადავავადოთ. რაც ნელა მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, მით მეტია შანსი, რომ გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ უმძიმეს განსაცდელს. პიკის გადავადება ნიშნავს იმას, რომ ისეთი ფორმით არ იქნება, როგორც ეს ჩვენთვის ცნობილ ქვეყნებში იყო, რომელმაც თითქმის გაანადგურა ამ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა. ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დროში გადავადება, ისე დროში დადაბლება”, – განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად