ელმარ მამადიაროვი: დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“- ნათქვამია წერილში.
მიმართვაში ელმარ მამადიაროვი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“- აღნიშნავს მინისტრი.

„პანდემიის შედეგებს მხოლოდ სოლიდარობით და ერთობლივი მოქმედებებით გავუმკლავდებით“- ეკატერინა ზაჰარიევა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზაჰარიევა, თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ბულგარეთის მხრიდან ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად საქართველოსთვის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.
„COVID-19-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგბთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს, ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“ – ნათქვამია წერილში.
მინისტრის თქმით, მიუხედავად ბულგარეთში არსებული მრავალი სირთულისა, ქვეყნის მთავრობა არ აპირებს ამ რთულ დროს თავისი პარტნიორების მიტოვებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გადმოსცეს ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო მარაგების სახით, რომელიც მოიცავს 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პირებისთვის.
წერილში აღნიშნულია, რომ დახმარება არის ევროკავშირის ინიციატივის, „ევროპის გუნდისთვის“ ბულგარეთის მხარის კონტრიბუცია, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასა და მის შედეგებთან საბრძლოველად.
„ვიყენებ ამ შესაძლებლობას და თქვენ და ქართველ ხალხს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ“ – წერს ზაჰარიევა.

ბოგდან აურესკუ: „მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში“

„მინდა ვისარგებლო შემხთვევით და გამოვხატო ჩემი კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებსა და ინსტიტუციებს შორის შემდგარ შესანიშნავ დიალოგთან დაკავშირებით. მჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთო ინტერესების სფეროებში.“ – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოგდან აურესკუს მისალოც წერილში, სადაც ის, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდემიიყვანს“- იაცეკ ჩაპუტოვიჩი

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში.“ – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს. მისი თქმით, პოლონელი ერი უცვლელად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპული გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, არა მხოლოდ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისკენ მიგვიყვანს, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების განმტკიცებაში.“
ჩაპუტოვიჩი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს საქართველოს.

„საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.
„საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში და გააგრძელებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას“ – ნათქვამია წერილში.
ჩავუშოღლუ ხაზგასმით აღნიშნავს რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეძლებენ COVID-19-ის პანდემიის დამარცხებას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად