ელიზბარ ოდიკაძემ სულეიმან კარადენიზთან შეხვედრაში მოგება ხელიდან გაუშვა (ვიდეო)

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავები 57-65-70-79-97 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ

პირველ ორ შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედლების მოპოვების ორ უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების კიდევ ერთ კანდიდატს, ევროპის ჩემპიონ სულეიმან კარადენიზს (თურქეთი) შეხვდა.

პირველი პერიოდის 5:0 მოგების შემდეგ ელიზბარ ოდიკაძის წაგება წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, თურქმა სპორტსმენმა ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ შეატრიალა – 7:5

ხვალ, ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...