ელიზბარ ოდიკაძემ პირველი შეხვედრა ირანელ მოჰამადიანს მოუგო და 1/4-ფინალში რუს სადულაევს შეხვდება

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ჩაებნენ 97 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები

მერვედფინალში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე ირანელი მოჰამად ჰოსეინ მოჰამადიანი იყო.

პირველ პერიოდში ოდიკაძე 0:1 ჩამორჩა. მეორე პერიოდში ირანელმა კიდევ ორი ქულა აიღო, მაგრამ ოდიკაძემ მოახერხა გარდატეხის შეტანა და ჯერ 4:3 დაწინაურდა, შეხვედრის ბოლოს კი ირანელის შეტევის დროს თავი კარგად დაიცვა და კონტრილეთით მას კიდევ ორი ქულა აართვა

მეოთხედფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება. მან მერვედფინალში ასზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი 5:0 დაამარცხა

კომენტარები
იტვირთება...