ელიზბარ ოდიკაძე: საჩემპიონოდ ვიყავი მზად (ვიდეო)

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ), გასული წლის მსგავად, წელსაც ვერ შეძლო რუსი სადულაევის დამარცხება და ფინალში გასვლა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უზბეკ მეტოქეს არაფერი დაუთმო და მსოფლიო ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა.

როგორც მან ბრინჯაოს ფინალის დასრულების შემდეგ განაცხადა, საჩემპიონოდ იყო მზად, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება.

“მადლობა თქვენ, მადლობა ყველა გულშემატკივარს. ბევრი ვივარჯიშეთ, ვიშრომეთ მთელი წლის განმავლობაში და შედეგს მივაღწიე. ბრძოლამ შედეგი გამოიღო. საჩემპიონოდ ვიყავი მზად, მაგრამ ხან ასე ხდება, ხან ისე. შემდეგისთვის უკეთსად მოვემზადები”, – განაცხადა ელიზბარ ოდიკაძემ.

ფოტო: ანა კახაბრიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...