ელიზაბეთ უორენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა

მასაჩუსეტსის შტატის სენატორის და დემოკრატიული პარტიის წვერი ელიზაბეთ უორენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. ამის შესახებ იგი თავის Twitter-ზე წერს.

„ჩვენი მუშაობა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება და დიდი ოცნებები არასდროს კვდება. მთელი გულით გიხდით მადლობას“, – წერს უორენი.

უორენი აგრეთვე წერს, რომ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში 112 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა, თანხა 1,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადარიცხა, როგორც შეწირულობა.

„მე აღარ ვიქნები საპრეზიდენტო რბოლაში, თუმცა ეს ბრძოლა – ჩვენი ბრძოლა – არ დასრულებულა“, – წერს იგი.

3 მარტის „სუპერ სამშაბათის“ შედეგების მიხედვით, ელიზაბეთ უორენმა 25 ხმა მიიღო. თავის წინასაარჩევნო კამპანიას იგი ანტიკორუფციულ განცხადებებზე აგებდა.

როგორც CNN-ი წერს, სენატორი ჯერ არ აპირებს რაიმე სახის განცხადების გაკეთებას რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად. „მე გარკვეული დრო მჭირდება, რათა დავფიქრდე“, – აცხადებს უორენი.

დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ არის ჩართული ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც „სუპერ სამშაბათს“ 371 ხმა მიიღო და ამ დღის ლიდერად სწორედ იგი მიიჩნევა. ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი, პრაიმერის შედეგების მიხედვით, მას 300 დელეგატის ხმა აქვს; აგრეთვე წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰავაის კუნძულებიდან ტულსი გაბარდი, რომელსაც „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ ერთი ხმა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...