ელიზაბეთ რუდი: საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ

‘მოხარული ვარ, რომ დიალოგი შედგა. საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღეს დილით შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ მსჯელობა დაიწყებოდა ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს მოლოდინი გამართლდა. დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა მოხდა ბევრი ვარიანტის და არჩევანის განხილვა. რაც მთავარია, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება. საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, ამ პროცესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ,”- განაცხადა  ელიზაბეთ რუდმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად