ელიზაბედ რუდი: არ ვაპირებ დავაკონკრეტო ჩვენი დისკუსიის თემები. შეხვედრა იყო კონსტრუქციული

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

მისი თქმით,  შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში შედგა და მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება.

„განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, თუმცა, არ ვაპირებ დავაკონკრეტო ჩვენი დისკუსიის თემები. შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ყველა მხარეს აქვს ის რაზეც უნდა იფიქროს და უახლოეს დღეებში გამოხატოს საკუთარი პოზიცია“, – განცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდმა.

შეგახსენებთ: არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის ელჩის სახლში, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის იყო მანდატების გადანაწილება პროპორციით 110/40-ზე, თუმცა ამბობენ, რომ ეს ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებული პროპორცია 110/40-ზე ქართულ ოცნებას არ შეუთავაზებია და სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად