A1 ბანერი

ელისაშვილი: ვუყუროთ, მომდევნო სერიაში ბესელია დააპუტავს თუ არა თმებს კობახიძეს

ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“ჩემთვის გულის ამრევია რაღაც ბესელია, კობახიძე, ზარდიაშვილების და დანარჩენების სეირის ყურება. ახლა ვუყუროთ აბა, მომდევნო სერიაში მოჩეჩავს თუ არა ბესელია, როდესაც აუვარდება კობახიძეს და დააპუტავს თუ არა თმებს.

მერე იმას ვუყუროთ ბესელიასკენ გაიწევს თუ არა ჩუგოშვილი, რაღაც მზერებით ხმალაობა რომ ჰქონდათ.

საერთო არ მაინტერესებს, ეს პარლამენტი არის ანომალია. რაზე ლაპარაკობენ და რითი არიან დაკავებული. ბესელია ახლა უნდა კიდევ აირჩიონ იმ პარლამეტში და ამიტომ დგამს ამ სცენებს. ამდენი წელი რომ იყო გატრუნული. რა, სისულელეებს არ აკეთებდნენ ისინი? თუ მანამდე მურუსიძე არ იჯდა იმ სასამართლოში?!

რა თქმა უნდა ეს არის მაიმუნური პოლიტიკური შოუ და ძალინ ყელში მაქვს ამოსული”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და  დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესელია თავმჯდომრესთან მივიდა, თუმცა რაზე  ესაუბრა უცნობია, რადგან დარბაზში ხმა არ ისმოდა. მხოლოდ ბესელის ერთი ფრაზის “რა იყო, ხომ არ შეგეშინდა” მოსმენა გახდა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...