ელისაშვილი: უგულავა, რომელიც მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში, ახლა რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება

” უგულავა გამოვიდა და რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება და მანამუსებს, რას გავაკეთებ”,-ამის შესახებ, „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა “ევროპულმა საქართველოს” განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, არ შევიდნენ ბიძინა ივანიშვილის პარტაიასთან კოალიციაში.

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, არ ემხრობა.

“არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უგულავამ და მისმა ამხანაგებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია და ახლა რაღაც კოალიციებზე უნდა ვიფიქროთ? ეს არის ნაცარქექიობა და მეტი არაფერი. თან გიგი უგულავა, რომელიც მექრთამეობისთვის და მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში, გამოვიდა და რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება და მანამუსებს, რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ ერთი წლის თავზე.”,-განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” 13 სექტემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად