ელისაშვილი ტიკარაძეზე: ამ ქალმა უნდა მართოს კორონავირუსი?! ოროსანი გოგოა!

” ტექსტს ვერ კითხულობდა და ამ ქალმა რა უნდა მართოს ეს დაავადება და კორონავირუსი?! როგორ უნდა ებრძოლოს?!”-ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

მისი თქმით, მინისტრი არის არაკომპეტენტური და შესაბამისად, მას არც კორონავირუსთან შეუძლია ბრძოლა.

“ამირან გამყრელიძე რაღაც სიპის დირექტორი უნდა იყოს და ის გაფუჭებული თოჯინასავით ოროსანი გოგო უნდა იყოს მინისტრი. სირცხვილი არაა?! ხომ უყურებდით, ტექსტს ვერ კითხულობდა და ამ ქალმა რა უნდა მართოს ეს დაავადება და კორონავირუსი?! როგორ უნდა ებრძოლოს?! გვერდით ედგა ამირან გამყრელიძე, რომელმაც ახსნა, მოიცა, ეს ჩერჩეტიაო, მე აგიხსნით, მთლად ისეც არ არის, არ შეგეშინდეთო. მგონი ყვლამ ასე აღიქვა.
ეს ოროსანი გოგო არის მინისტრი, წაკითხულის შინაარსი, რომ ვერ გამოაქვს, ესაა ის გოგო”,-განმარტავს ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად