ელისაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ “გადააგდებს” ელჩებს, გვეტყვიან გაუშვით ეს კაცი სახლშიო!

“30 დეპუტატზე აღარ აქვს გავლენა?! კიდევ “გადააგდებს” ელჩებს”,-ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველთან” “გერმანულ მოდელზე” საუბრისას განაცხადა.

“ელჩებთან ბოლო შეხვედრაზე , ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა სიტყვით დადო პირობა რომ თუ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის გერმანული მოდელი, მაშინ მხარსდავაჭერინებო. 30 დეპუტატის ხმაა საჭირო. თუ კიდე ჩააგდებინეს და აღარ დაუჭრეს მხარი. 30 დეპუტატზე აღარ აქვს გავლენა?! კიდევ გადააგდებს ელჩებს. მერე, მართლა აღარაფერი გვეშველება. გვეტყვიან გაუშვით ეს კაცი როგორღაც სახლშიო. თვითონ ელჩები გამოვლენ. ასე არ ხდება რომ ყოველ ჯერზე აგდებდე საერთაშორისო ორგანიზაციებს”,-ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად