ელისაშვილი თადუმაძეზე: რას გამომიხვედი როსტომ ჩხეიძე, შე ოხერო, გადადექი, როცა ასეთი გამასხარავებული ხარ

წადი, რა რაღაც საბუთი აიღე, შეავსე, ან საერთოდ გადადექი,”,-ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის “ეთერში განაცხადა, სადაც ის მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა.

“რას გამომიხვედი როსტომ ჩხეიძე, შე ოხერო, და დიდოსტატი, კონსტანტინე, წადი, რა რაღაც საბუთი აიღე, შეავსე, ან საერთოდ გადადექი, როცა ასეთი გამასხარავებული და გატუტუცებული ხარ. წადი რა მართლა, არ გრცხვენია?! ახალგზარდა კაცი ხარ. ის ბიძინა ივანიშვილი რამდენ ხანს იქნება. შენ ხომ უნდა იყო? ამ ქალაქში უნდა იარო? რა დღეში ჩაიგდო თავი ამ ახალგაზარდა კაცმა”,-ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენებთ: ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ დიდოსტატის მარჯვენა, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა.”,-ასე მიმართა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სხვა პროკურორებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე. 9 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა — “ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა: “არ ვიცი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად