ელისაშვილი: სწორი გადაწყვეტილებაა რამდენიმე მუზეუმის გაერთიანება და სათავეში გიორგი კალანდიას ჩაყენება

ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კომენტარის დროს დაწერა.

“კალანდიამ სასწაული ჩაიდინა. მძიმედ ავარიული, ჩაოხრებული მუზეუმისგან შექმნა არაჩვეულებრივი სივრცე. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა რამდენიმე მუზეუმის გაერთიანება და მის სათავეში გიორგის ჩაყენება. ზუსტად ვიცი რეებსაც დაატრიალებს იქ”, – წერს კომენტარში ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, განათელების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კულტურის სფეროში სსიპ-ები ერთიადნება, რასაც საზოგადოების ნაწილი, მწერლები, პოეტები, ისტორიკოსები აპროტესტებენ  და საკმაოდ მწვავე დებატები მოჰყვა ამ სფეროს წარმომადგენლებს შორის.

ლიტერატურული მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსლეში ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ უპაუხა.

სრული სტატია წაიკითხეთ აქ: გიორგი კალანდია ლაშა ბაქრაძეს: გგონია, რადგან დუმილს ვინარჩუნებდი, უუფლებო ვარ და უსიტყვო?!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...