ელისაშვილი: სააკაშვილს ხელისუფლების შეცვლა ვერ წარმოუდგენია რევოლუციის გარეშე-ეს არის მისი პრობლემა

” ის არის ფსიქოლოგიურად ჩარჩენილი 2003 წლის 23 ნოემბერში, როდესაც შევარდნა-შემოვარდნებით და ჩაის დალევით შეცვალა ხელისუფლება”,-ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში განაცხადა.

“2012 წლიდან მოყოლებული არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, ან ხან მეღიმება ხოლმე, პოლიტიკურ პროცეში ვარ ჩართული და ვუსმენ.

სააკაშვილის პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების შეცვლა ვერ წარმოუდგენია რევოლუციის გარეშე. იქ ეტყობა უცხოეთიდან რომ უყურებს ტელევიზორში ბევრ ხალხს ყოველ ჯერზე უნდა რომ შევარდნენ-შემოვარდნენ და რაღაც ჟინი აწვება. ის არის ფსიქოლოგიურად ჩარჩენილი 2003 წლის 23 ნოემბერში, როდესაც შევარდნა შემოვაარდნებით და აი ჩაის დალევით შეცვალა ხელისუფლება.”,-ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად