ელისაშვილი: რატომ გადაწყვიტა “ნაცმოძრაობამ”, რომ უნდა მიგვითითოს, სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები?!

“ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა”-ამის შესახებ, სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ისეიგი ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?!

რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის, ან მეორე ნაციონალური მოძრაობის კარნახით.”-წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” ლიდერები იყრიან კენჭს. მათ შორის:შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად