ელისაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” თავისი თავი ამოწურა, გამაოგნებელ რაღაცებს კადრულობენ

“ძალიან მიხარია რომ ნატოსა და ევროკავშირში არიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ ჩიხიდან გამოსავალზე.”,-ამის შესახებ, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“„ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა, უკვე გამაოგნებელ რაღაცებს კადრულობენ. ძალიან მიხარია რომ ნატოსა და ევროკავშირში არიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ ჩიხიდან გამოსავალზე. ჩვენი ქვეყანა რომ დაცული იყოს და არ იყო ლომის ხახაში თავჩაყოფილი, როგორც ვართ.”,-განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა შს ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას, გაპრემიერებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დანიშვნა პრემიერად საზოგადოების აბუჩად აგდებაა.

“გახარიას დანიშვნა ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება. ადამიანი, რომელმაც ბავშვები დაასისხლიანა და საკუთარი მოსახლეობა ზუსტად ისევე არ დაინდო, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ინდობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, კაცს, რომელიც ჩაბღაუჭებული იყო იმ თანამდებობას, ასეთ კაცს რომ აწინაურებ და პრემიერ-მინისტრად ნიშნავ, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საერთოდ არაფრად არ მიაჩნია ქართველი მოსახლეობა”,-განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...