ელისაშვილი: “ქართული ოცნების” საქმე წასულია, ძალიან სერიოზული ჯანჯღარი გველოდება წინ

“ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს, მაგრამ იქნება სერიოზული ჯანჯღარი ქვეყნისთვის. არაფერი “ქართული ოცნება” არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს,”,-ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა” ალეკო ელისაშვილმა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

” “ქართული ოცნების” საქმე არის წასული. უბრალოდ, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვნი ამოცანა. ძაან სერიზული ჯანჯღარი გველოდება წინ. არავის არ ეგონოს რომ რაც ზუგდიდში ხდება ის მოხდება 2020 წელს მთელს საქართველოში.

“ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს, მაგრამ იქნება სერიოზული ჯანჯღარი ქვეყნისთვის. არაფერი “ქართული ოცნება” არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ყველაფერს, ყველა ჭუჭყზე წავა რომ დარჩეს ხელისუფლებაში. იმ თავისი შუშაბანდიდან რომ წამოსკუპებულა თავზე თბილის იქიდან მართოს ეს ქვეყანა. ათამაშოს და აწვალოს ეს ქვეყანა.

ივანიშვილი უნდა გავაგდოთ ხელისუფლებიდან, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა. გავუშვათ და უწიპუწი კი არ უნდ ა,გავუშვათ ხელისუფლებიდან. ის მარტივად არ დათმობს. არჩევნების გაყალბებას რომ შეეცდებიან ამაში მე ვარ დარწმუნებული….

ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ისე არ უნადა მოხდეს რომ მიხეილ სააკაშვილი მოვუშვათ, რომელიც ურბენს ამ ქვეყანას გარშემო. ფლორიდაში სახლი უყიდია და იქიდან ალბათ, უფრო მაგარ რაზგონს აიღებს. სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს. საქართველო ყარს ბიძინა ივანიშვილისგან”,-განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...