ელისაშვილი პრეზიდენტზე: ეს წამოცდენა არ ყოფილა და “გაპრავება” არ შეიძლება, მაგრამ ვოლსკის ნამუსი არ აქვს

ეს წამოცდენა არ ყოფილა და “გაპრავება” არ შეიძლება, მაგრამ ვოლსკის ნამუსი არ აქვს, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს.

“ან ის რა ფრაზაა, ან რა სიგნალია თუნდაც სომხეთისადმი, ან თურქეთისადმი, ან აზერბაიჯანისადმი. რუსეთზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ რომ რუსეთივით ვიყოთო, ანუ რასაც ჩვენ რუსეთი გვიშვრება ნორმალურია. მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის წამოცდენები. ამის გამართლება შეუძლებელი იყო და თვითონვე მიხვდნენ ამას მერე. პრემიერი და თავდაცვის მინისტრი პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. ვოლსკის ნამუსი არ აქვს და “გააპრავებს” ნებისმიერ რამეს და წარბშეუხრელად ცდილობდა “გაპრავებას”, მაგრამ არის რაღაცები, რომლის არც “გაპრავება” შეიძლება და არც ნამუსის მოწმენდა. ეს პრობლემას უქმნის სახელმწიფოს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად