ელისაშვილი: პოლიტპატიმართა სიაში მმართველი გუნდის წევრებს გარკვეული თანხა გადაუხადეს

"მე შარს არ ვეძებ, მაგრამ ყველაზე მეტად ვინც აფუთფუთდნენ იყვნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემი შეწყალების კომისიაში მუშაობის დროს ჩემზე პირადად ზეწოლა მოეხდინათ და ფული გაეკეთებინათ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით", – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანის "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"როგორც კი ნახეს, რომ პატრიარქმა ემოციური განცხადება გააკეთა, იფიქრეს, რომ არიქა, ისევ შეძლებდნენ პატრიარქს ამოფარებულები ფულის კეთებას. ამიტომ ვთქვი, ზოგი იქ ისეთია, ძალიან პრაგმატული მიზანია აქვს, ისევ განაახლოს პატიმრების გამოშვებით ფულის კეთება. ჩემი ღრმა რწმენით და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, პოლიტპატიმართა სია რომ შედგა, ძალიან ბევრი ხელს აფათურებდა. ისეთი ოდიოზური აღმოჩდა, არც თუ უანგაროდ, რომლებმაც გადაიხადეს გარკვეული თანხები მმართველი გუნდის წარმომდგენლებთან. ამაზე ყველა ლაპარაკობს კამერებთან, ყველა პოლიტიკოსი, ქართული ოცნების ყველა ლიდერი, სახელებიც იციან, გვარებიც იციან, მაგრამ არ ვიტყვი. იყო ჩემზე ზეწოლები, კონკრეტული ფაქტი იყო, შეწყალების წინ ჩემზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რამდენიმე პატიმართან დაკავშირებით ჩემზე პირდაპირ ხდებოდა ზეწოლა და ისტერიული მოთხოვნა -ეს ხალხი გაიტანე კრიტერიუმების მიღმაო." – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმ, რომელიც გახლდათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად