A1 ბანერი

ელისაშვილი: მოკლედ აღარ შემიძლია, ვჩხუბობ რატო ჩხუბობო, არ ვჩხუბობ – რატო არ ჩხუბობო

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს, რომ ბოლო დროს საკრებულოში განვითარებული მოვლენების შემდეგ მასთან ერთად თბილისის საკრებულო უნდა დაეტოვებინა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც. მისი თქმით, ოპოზიციისთვის ბრძოლის მთავარი მიზანია, რომ ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ. 

"მე იმ დღეს მსაყვედურობდნენ, რომ რატო არ იჩხუბე გინდა თუ არაო. მოკლედ აღარ შემიძლია, ვჩხუბობ რატო ჩხუბობო, არ ვჩხუბობ – რატო არ ჩხუბობო. არ მინდოდა ყვირილში შეჯიბრი. 

სინამდვილეში რა ხდება, 29 სექტემბრის მერე იმის მაგივრად რომ დანარჩენებსაც, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც ასევე დაეტოვებინათ საკრებულო პროტესტის ნიშნად, ამის მაგივრად სამი დღეა მომდგნენ და მლანძღავენ მე.

მთელი ოპოზიციის მიზანია ერთადერთი რამ, ისინი იბრძვიან ამ არჩევნებში მეორე ადგილისთვის. თითოეულ იმ პარტიას უნდა, რომ მეორე ადგილზე გავიდეს და მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის. ისინი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ კი არ იბრძვიან ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...