ელისაშვილი: მიწაზე დაეშვან, სანამ ივანიშვილი ჟურნალისტებთან ფულის სასესხებლად სიარულს დაიწყებს

ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ცოტა გონს მოუხმონ, მიწაზე დაეშვან სანამ მართლა ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან, ჟურნალისტებთან დაიწყებს ფულის სასესხებლად სიარულს.
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი რესურსი არის ფული. სხვა რას ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი, არის ერთი გაუნათლებელი მდიდარი კაცი. ფულის გარეშე რომ დატოვებს აშშ და ანგარიშებს გაუყინავს, მერე იქნება ყოვლად სასაცილო ბიძინა ივანიშვილი, თორემ რამე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა თუ რა?!
გაქცევასაც კი ვერ მოასწრებს, მარშუტკით თუ გაიქცევა სომხეთში ან აზერბაიჯანში, თორემ თვითმფრინავსაც ვერ დაქოქავს ისეთ დღეში ჩააგდებენ.
ჩამოვიდნენ მიწაზე დაეშვნენ და პროპორციულ არჩევნებს დათანხმდნენ, მაგრამ პირი არ უჩანს“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „PALITRANEWS”-ის გადაცემა NEWSROOM-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად