ელისაშვილი მერაბიშვილზე: ვერ მოზომა და ვარდების რევოლუციის ჟანრში გააკეთა განცხადება დამხობასთან დაკავშირებით

“მარტოსული პატიმრობის შემდეგ ამდენი კამერა, ჟურნალისტი და ამდენი ხალხი რომ დაინახა, ვერ მოზომა და რაღაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ჟანრში გააკეთა ის განცხადება დამხობასთან და გადატრიალებასთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ, “სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც “სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, ქვეყანის დამხობა არავის ინტერესში არ შედის და ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლაა.

“არავის ამ ქვეყანაში არანაირი დამხობა აღარ აინტერესებს. ამ ქვეყანაში ჩვენ გვინდა ხელისუფლების ნორმალური ცვლა, გვინდა, რომ ხელისუფლების ცვლილება საშიში არ იყოს და გვინდა ნორმალური განვითარება.

დამხობებზე, რევოლუციებზე, გადატრიალებებზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე თავის ოფისში,” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად