ელისაშვილი მელიაზე და ხოშტარიაზე: წარსული არ ამძიმებთ, მომწონს სულისკვეთება და ბრძოლის უნარი

“არც ერთს და არც მეორეს წარსული არ ამძიმებს”-ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “კურიერთან” განაცხადა

მათ პარტიებთან უთანხმოების პარალელურად, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ კომპლიმენტებზეც მოუწია ალეკო ელისაშვილს განმარტება. მისი თქმით, ხოშტარიას და მელიას გამორჩეული ბრძოლის უნარი აქვთ და არც წარსული ამძიმებთ:

“მიუხედავად იმისა, რომ მაგათ პარტიებს ვერ ვიტან, პერსონალურად, ადამიანურად ძალიან მომწონს ერთის და მეორის სულისკვეთება და ბრძოლის უნარი. მით უმეტეს არც ერთს და არც მეორეს წარსული არ ამძიმებს, არც ხალხი უწამებიათ და არც ქრთამი აუღიათ,” – აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად