ელისაშვილი: “ყაზტრანსგაზ თბილისის” მმართველი ერთდროულად ყოფილა იულიუს კეისარი, მაკედონელი და ბონაპარტე

ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ეს მამუკა კობახიძე ვინ არის შეხედეთ, დეკლარაცია მაქვს ამობეჭდილი და გადმოგცემთ. ეს ყოფილა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი და ნაპოლეონ ბონაპარტე ერთად. ერთდროულად არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, “ყაზტრანსგაზ თბილისის” მმართველი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი. მისი ხელფასი ჯამურად თვეში 38 000 ლარია. ყაზტრანსგაზში მისი ხელფასი 14 000 ლარია, საწყალ ინკასატორებს 400 ლარზე რომ ამუშავებენ ხოლმე. 14 000 ერთგან აქვს, 14 000 ლარი მეორეგან და 10 000 ლარი მესამეგან. რომელმაც ყური არ შეიბერტყა, ეს ტიპი უნდა გადადგეს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად