ელისაშვილი: კალაძემ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შემოუთვალა, ხელს თუ არ მახლებთ, ივანიშვილს დავუპირისპირდებიო

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შემოუთვალა, თუ ხელს არ მახლებთ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დავუპირისპირდებიო .

„უკვე თვეზე მეტია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იძიებს კალაძის კორუფციულ საქმეებს. რამდენადაც ვიცი არაერთი ადამიანი დაიკითხა. „არქი ჯგუფის“ და კალაძის კორუფციული სქემის შესახებ.
ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაიწყება დაჭერები კალაძის უახლოესი გარემოცვის წევრების.
ყველა ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის გემი იძირება.
როდესაც აშშ-ში ღიად ლაპარაკობენ ივანიშვილს ანგარიშები უნდა გაუყინოთ, ეს ნიშნავს რომ ივანიშვილის საქმე არის წასული და ამას კალაძე ძალიან კარგად ხედავს და მან შეუთვალა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს,(მე სპეციფიური ურთიერთობა მაქვს კალაძესთან და ჩემთვის არ შემოუთვლია“, რომ მას თუ ხელს არ ახლებენ, საჭირო დროს დაუპირისპირდება ივანიშვილს და მის ჩამოგდებაში დანარჩენ ოპოზიციას დაეხმარება“ – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად