ელისაშვილი: ირაკლი კობახიძე ტუტუცია, რამ გაამწარა, ვინმე ჩაგრავდა და გაბოროტდა?!

“იღლიაში წიგნამოჩრილი იყო ირაკლი კობახიძე, ასე ვიცნობდი სტუდენტობისას, ამის გამო ვცემდი მაშინ პატივს. ახლა “ძველი ბიჭი” გახდა”,-ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველთან განაცხადა.

” ირაკლი კობახიძე არის ტუტუცი. სად გაიზარდა საერთოდ ეს ამაზრზენი კაცი, ერთი მაინტერესებს რა ?! სად გაიზარდა, რამ გაამწარა. ვინმე ჩაგრავდა და გაბოროტდა, თუ რა სჭირს ამ კაცს, არ ვიცი. გამოვიდა და … “ძველი ბიჭი” მაინც იყოს, მანამდე რომ ყოფილიყო “ძველი ბიჭი” გავიგებდი რომ ასეთია და მორჩა.

იღლიაში წიგნამოჩრილი იყო ასე ვიცნობდი სტუდენტობისას, ამის გამო ვცემდი მაშინ პატივს. ახლა “ძველი ბიჭი” გახდა, რა უბედურებაა, ვინაა საერთოდ ?!. ომიც მთავრდება მოლაპრაკების მაგიდასთან, ოპოზიცია რომ არ მისულიყო შეხვედრაზე იტყოდნენ რომ დესტრუქციულია, მუშტებს გვიღერდნენ, ეს შეხვედრა აუცილებელია”,-ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად