ელისაშვილი ღარიბაშვილს: სახლში რომ არ უშვებდით, იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი და იყვნენ თუ არა ჩართული კორუფციულ სქემებში?

“თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებთ ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს, იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი და იყვნენ თუ არა ისინი ჩართული კორუფციულ სქემებში?”

ამ შეკითხვით მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.

რამდენიჯმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მე ვაფრთხილებდი ირაკლი ღარიბაშიოლს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები და თქვით, რომ გარჩევებიც მქონდა ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებთ ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს, იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი და იყვნენ თუ არა ისინი ჩართული კორუფციულ სქემებში? თუ კორუფციულ საქემებში იყვნენ ჩართულები, რამდენად ადეკვეტურია რომ უბრალოდ, სახლში არ უშვებთ ამ ხალხს, იქნებ, მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი? დიდი გამოცნობა და მარჩიელობა არ უნდა, რომ დღეს თქვენ აგირჩევენ პრემიერ მინისტრად ხელმეორედ და რა გარანტია გვაქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, ქართული-ჯიგრულ პონტში ისევ არ დაფაცხურდება ის ხალხი და სულ მცირე, თქვენგან ისევ საყვედურს არ მიიღებს. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეებს?” – მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...