ელისაშვილი ღარიბაშვილს: მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის

“გულდაწყვეტით გისმენდით, რადგან მე როდესაც უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას მასწავლიდნენ, ყველაზე მეტად მომეწონა განმარტება – პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება”.

ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ოპოზიონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

“ჩემს თავს სულ ვუმეორებ ამას, რადგან ერთ-ერთი უკომპრომისო მეც ვარ, მეც ჟინი მძლევს, რომ ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს, სამი იმდენი შეურაცხყოფა მივაყენო და არავის მივცე ჩემი ღირსების შელახვის უფლება, ეს იმდენად მიტაცებს ხოლმე მეც, რომ მავიწყდება მთავარი, რატომაც მინდა, ვიყო პოლიტიკაში ჩართული. მინდოდა, პოლიტიკაში ჩემი ყოფნა ყოფილიყო ხალხის, საქართველოს სამსახური. კომპრომისები დღეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს – იქითა მხარეს რომ საქართველოა, აქათა მხარეს რომ საქართველოა და აქაც მეჩხრად წარმოდგენილი საქართველო რომაა, ყველას, გულანთებულებს, გავარვარებულებს და ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს ყველას გვჭირდება კომპრომისი. მე მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც გულზე უნდა გვეხატებოდეს ან არ გვეხატებოდეს ერთმანეთი, იქითაც ქართული სახელმწიფოა და აქეთაც, გვჭირდება ემოციების დაცხრობა და ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...