ელისაშვილი: ე.წ. პატრიოტთა ალიანსი არის ჩვეულებრივი “ქართული ოცნება”

“ირმა ინაშვილის ორგანიზაცია ე.წ. პატრიოტთა ალიანსი არის ჩვეულებრივი ქართული ოცნება”-ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციას. მოძრაობა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარს უჭერს.

ელისაშვილის თქმით, განსხვავება „ქართულ ოცნებასა” და „პატრიოტთა ალიანსს” შორის არ არსებობს

“უნდა ვიცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს „აი რა ი-სა“ და „ენ დი აი-ს“ აკრძალვას. უზარაზარ დემოკრატიულ ძალისხმევას ეწევიან, ისინი უბრალოდ კვლევებს კი არ ატარებენ. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გალაშქრება სიბეცე და იმ პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ქართული ოცნება ეწევა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად