ელისაშვილი: ძალიან მალე მივიღებ გადაწყვეტილებას პარტიას ვქმნით თუ არა

ამის შესახებ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ მის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მის ოფისში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს.

“ძალიან მალე მივიღებ გადაწყვეტილებას პარტიას ვქმნით თუ არა, ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხარე დისკუსიები მიდის ჩვენთან ოფისში, ამ ბრძოლაში ისედაც ჩართულები ვართ, ერთს ვაპირებთ რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ნურავის ნუ გვეშინია ცვლილებების, ყველამ მშვიდად შევხედოთ ამ ამბავს, ხელისუფლების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი”,-ამბობს ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად