ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილი გრძნობს რომ მისი გემი იძირება, წასულია მისი დრო!

“მისი მატარებელი უკვე ჩავლილია.”,-ამის შესახებ, “სამოქალაო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

” “ნაციონალურ მოძრაობასთან” წაგება “ქართული ოცნებისთვის” ძალიან დიდი თავსლაფი იქნება. საკაშვილის ცოლი დგას ზუგდიდში, სანდრა რულოვსი და მასთან წაგება თავის მოჭრის და ლამის განადგურების ტოლფასი იქნება “ქართული ოცნებისთვის”.

ამიტომაც, იგიჟებენ თავს და კადრულობენ უკადრებელს. ამას იკადრებენ 2020 წელს ყველგან. ახლა ზუგდიდია და იქ არის გადატანილი ფოკუსი. ბიძინა ივანიშვილი გრძნობ რომ მისი გემი იძირება. მისი დრო წასულია. მისი მატარებელი უკვე ჩავლილია. ახლა არის იმ რეჟიმში გადასული ბიძინა ივანიშვილი, რა რეჟიმშიც ის იყო 2011 წელს მიხეილ სააკაშვილი. ნებისმიერ ფასად, ნებისიერი საშუალებით შეენარჩუენბინა ხელისუფლება”,-განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...