ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დაგვცინის, ზომავს სადამდე გვაქვს მოთმინება

ამის შესახებ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა “კავკასიის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ დაგვცინის. ზომავს სადამდე გვაქვს მოთმინება, სადამდე დავეცით, ჩვენ, ქართველები რომ ავიტანოთ მისი აბუჩად აგდება.”,-ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალურიპროკურორის შალვა თადუმაძეს მოსმენას გამეოხმაურა პარლამენტში და აღნიშნა:

“მასხარაობა იყო, ალალი და უსაყვედურო იყოსის აბუჩად აგდება რაც აქვს. ფეისბუქშიც დასცინიან ბანკეტის ვიდეო გვანახოსო. შეძილება ასე აბუჩად იგდებდე ადამიანს?! თავი ააგდებინა ყველას. წადი რა, ბიძინა ივანიშვილის იურისტი ხარ. ფული არ გაკლია, არაფერი. რას ალანძღინებ მთელ საქართველოს თავს?!”,-ამბობს ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად